ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ polskieradio.pl-ი იუწყება.
განვლილ ტურში, “იაგიელონიამ” თავის მოედანზე ზაბჟეს “გურნიკი” 1:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 75 წუთი დაჰყო და საგოლე პასი გააკეთა.
მიმდინარე სეზონში, 22 წლის ძალამიძემ ექსტრაკლასაში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
პოლონეთში ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა და მომავალი წლის თებერვალში განახლდება.