"ბაიერნმა" მორიგი "კონცერტი" მოაწყო ბუნდესლიგაში, კარს მიაჯაჭვა "ფრაიბურგი" და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა. შეგეცოდებოდა სტუმართა მეკარე ბიურკი, რომელსაც საქმე არ გამოლევია და 20 ბურთი აიღო თუ მოიგერია. აქედან, ნახევარი ძალიან რთულად ასაღები იყო.
"ბაიერნს" პირველი გოლის გატანა დააგვიანდა. ეს საქმე არიენ რობენმა ითავა პირველი ტაიმის ბოლოს. რობენი ბოლო მატჩებში განსაკუთრებულად თამაშობს – უშრეტი ენერგია აქვს ამ ფეხბურთელს. კიდევ ერთი გოლი კი თომას მიულერმა გაიტანა.
აუტსაიდერთა ბრძოლა იყო ჰამბურგში, სადაც მასპინძლებმა "შტუტგარტთან" წააგეს. გადამწყვეტი გოლი მცველმა კლაინმა გაიტანა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, "ჰამბურგმა" ვერაფრით უპასუხა.
გაგრძელდა "მაინცის" მოუგებელი სერია – უკვე რვა მატჩზე ავიდა. თუმცა, "კიოლნთან" გასვლაზე ფრე ცუდი შედეგი არაა.
სერია გააგრძელა "აუგსბურგმაც", ოღონდ, ფრის გარეშე. გუნდს ამ სეზონში ფრე არ აქვს: 8 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა. "აუგსბურგი" ჰანოვერში 0:2 დამარცხდა.
და ისევ "ბაიერნს" დავუბრუნდეთ: ბოლო 8 მატჩი მოიგო პეპ გვარდიოლას გუნდმა და გოლი არ გაუშვია. ბურთების შეფარდება: 18:0. რომ შეიძლებოდეს, მიუნხენელებს ბუნდესლიგის სინს ახლავე გადასცემდნენ.
ბაიერნი – ფრაიბურგი 2:0 (1:0)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბენატია (ბოატენგი 39), დანტე, ბერნატი, ალონსო (შაქირი 60), რობენი, მიულერი, გიოტცე, რიბერი, ლევანდოვსკი (შვაინშტაიგერი 46)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ტორეხონი, კემპფი, სორგი (მუიდჯა 46), კრმაში (იულიენი 72), კლაუსი (კერკი 51), შუსტერი, ჰოფლერი, გიუნტერი, მეჰმედი
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლები: 1:0 რობენი (41), 2:0 მიულერი (48)
გაფრთხილება: ბენატია, შუსტერი
მსაჯი: დრესი
ბურთის ფლობა: 76-24, კარში დარტყმა: 31(22)-2(1), კუთხურები: 10-1; თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-20, ჯარიმები: 6-4
ჰამბურგი – შტუტგარტი 0:1 (0:1)
ჰამბურგი: დრობნი, დიკმეიერი, ჯურუ, კლებერი (შტიბერი 83), მარკოსი, მიულერი, ბეჰრამი (არსლანი 72), ვან დერ ვაარტი, ჰოლტბი, რუდნევსი, ლასოგა (გუაიდა 45)
მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტი, ნიდერმეიერი, საკაი, რომეუ, გენტნერი, კლაინი, მაქსიმი (ვერნერი 71), ჰლოუშეკი, ჰარნიკი (გინჩეკი 77)
მწვრთნელი: ჰუუბ სტევენსი
გოლი: 0:1 კლაინი (42)
გაფრთხილება: ჰარნიკი, ვან დერ ვაარტი, ჰლოუშეკი
გაძევება: ნიდერმეიერი (53)
მსაჯი: ბრიხი
ბურთის ფლობა: 59-41, კარში დარტყმა: 8(5)-16(11), კუთხურები: 6-5; თამაშგარე: 5-2, სეივი: 10-5, ჯარიმები: 10-14
ჰანოვერი – აუგსბურგი 2:0 (1:0)
ჰანოვერი: ცილერი, საკაი, მარსელო, სანე, ალბორნოზი (პანდერი 80), ჰირში, შმაიდებახი (გიულსელამი 75), ბრიანი, შტინდლი, კიოტაკე (პრიბი 90), ხოსელუ
მწვრთნელი: თაიფუნ ქორქუთი
აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ბობადილია, ფიულნერი (თომი 70), ალთინთოფი, ესვაინი, ჯურიჩიჩი (კაიუბი 62)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
გოლები: 1:0 სანე (20), 2:0 ხოსელუ (55პ)
გაფრთხილება: ბობადილია, ბაიერი, კლავანი
მსაჯი: დინგერტი
ბურთის ფლობა: 52-48, კარში დარტყმა: 10(8)-10(6), კუთხურები: 8-5; თამაშგარე: 6-2, სეივი: 6-6, ჯარიმები: 17-20
კიოლნი – მაინცი 0:0
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ექტორი, ფოგტი, ლემანი, რისე (ჰალფარი 61), გერჰარდტი, სვენტო, უჯა
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
მაინცი: კარიუსი, ბროზინსკი, ბელი, ხარა, დიასი (ვოლშაიდი 77), გაისი, პარკი, სამპერიო (დე ბლასისი 69), მალი, ალაგუი (კუ 62), ოკაზაკი
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
გაფრთხილება: ფოგტი, გაისი, დიასი, ლემანი, ბროზინსკი, კუ
მსაჯი: მეიერი
ბურთის ფლობა: 51-49, კარში დარტყმა: 11(5)-13(6), კუთხურები: 9-3; თამაშგარე: 4-2, სეივი: 6-5, ჯარიმები: 15-18