საქართველოს თასის გათამაშებაში გამარჯვება პრაქტიკულად გაინაღდა გიგა ყუფარაძემ (2465), რომლის ანგარიშზეც 8-დან 7 ქულაა.
ბოლოსწინა ტურში ყუფარაძემ შავი ფიგურებით ზვიად ფაცია (2095) დაამარცხა და უახლოეს კონკურენტებს – დავით ჯოჯუას (2583), ლუკა პაიჭაძეს (2561), ნინო ხურციძეს (2451) და შოთა აზალაძეს (2499) ქულით უსწრებს.
დასკვნით ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ყუფარაძე – პაიჭაძე, აზალაძე – ხურციძე და ჯოჯუა – მგელაძე (2354).