ვებგვერდ “დეილიმეილის” ჟურნალისტებმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ათი გოლი წარმოადგინეს. გთავაზობთ თითოეულ მათგანს.
ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე სახელგანთქმულმა ენერ ვალენსიამ “პაჩუკადან” ინგლისურ ფეხბურთში წასვლის შემდეგ რამდენიმე გოლი გაიტანა.
“ჰალ სიტის” ბრწყინვალე გოლი შეუგდო. აღსანიშნავია, რომ დარტყმისას ვალენსისას მარჯვენა ფეხს და ბურთს შორის მანძილი არ იყო დიდი. მიუხედავად ამისა ბურთი დიდი სისწრაფით წავიდა კარისკენ, ისე რომ დარტყმის ძალა არ შესუსტებულა.
https://www.youtube.com/watch?v=Z1VScqSg_1E#t=14
მეორე ადგილზე ანდრე შურლეს გოლი გავიდა. “ჩელსის” 24 წლის ფეხბურთელის გოლის მთავარი ხიბლი კომბინაციის კარგად შესრულებაში მდგომარეობს, რაც ფეხბურთელის გარჯას არ აფერმკრთალებს. გერმანელმა დიდი სისწრაფისა და მოედნის ხედვის ხარჯზე მოახერხა საგოლე კომბინაციის დამაგვირგვინებელ ფაზაში მოხვედრა.
https://www.youtube.com/watch?v=3ufH9qGKHwY
მესამე ადგილზე არგენტინელი ანხელ დი მარიას გოლია. სამხრეთამერიკელმა ლეგენდარული პიტერ შმეიხელის შვილის, კასპერ შმეიხელის კარი ლამაზი და რბილი დარტყმით რუნის პასის შემდეგ აიღო. გოლის სილამაზე ანხელ დი მარიას მაღალტექნიკურმა შესაძლებლობებმა განაპირობა.
https://www.youtube.com/watch?v=c0Md-oncLJM#t=10
შემდეგ პოზიციაზე გრაციანო პელეს გოლი გავიდა. 29 წლის იტალიელმა ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში ბურთის კარგად დამუშავება და მაკრატელა დარტყმით გოლის გატანა მოახერხა, რაც კარგი სანახავი გამოვიდა.
https://www.youtube.com/watch?v=jwOHyJVpn34
მეხუთე ადგილზე სესკ ფაბრეგასის გოლია. ესპანელმა თანაგუნდელებთან გათამაშებული რამდენიმესვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა. კომბინაციისას აშკარად შეინიშნებოდა ე.წ. ტიკი-ტაკას ელემენტები.
https://www.youtube.com/watch?v=2a4WaFoNi9o
მეექვსე ადგილი – დავიდ სილვა. ტანდაბალმა ესპანელმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოახერხა გატანა. ზემოთნახსენებ გოლთაგან განსხვავებით, სილვა ინდივიდუალური მონაცემების ხარჯზე გაცდა რამდენიმე მეტოქეს, დარტყმა კი ძალიან რბილი და ტექნიკური გამოდგა.
https://www.youtube.com/watch?v=QYrff-Vk-FM#t=11
მეშვიდე ადგილზე კუნ აგუეროს გოლი გავიდა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა გოლისას გამომჟღავნებული არგენტინელი ფეხბურთელის თვისებები, კერძოდ კი ორივე ფეხით კარგად თამაში, პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშეების პოლ გასკოინისა და ლი ტისიერის თამაშს შეადარეს.
https://www.youtube.com/watch?v=f2zafr1tLgw#t=22
მერვე ადგილზეა ჰოლანდიელი ვან პერსის გოლი. ვან პერსიმ ჩვეულ სტილში, მარცხენა ფეხით გაიტანა. მოთამაშემ “ჰალ სიტის” კარისკენ ე.წ. აუღებელი ბურთების სიაში შესატანი დარტყმა შეასრულა.
https://www.youtube.com/watch?v=uZFY7az4ty4#t=19
ვან პერსის მსგავსად, მარცხენა ფეხით და დაახლოებით იმავე ადგილიდან დაარტყა როს ბარკლიმ. ახალგაზრდა ინგლისელმა მოთამაშემ ქპრ-თან კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო.
https://www.youtube.com/watch?v=fbCR-CWU3ek#t=11
ბოლო, მეათე ადგილზე ბელგიელი კევინ მირალაშის გოლია. მან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოიპოვა ბურთი და შემდეგ გაცდა მეტოქეს, ხოლო დარტყმა ზუსტი და უნაკლო გამოვიდა.
https://www.youtube.com/watch?v=10p-xrMZA6o#t=16