ფეხბურთი

18:48 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდერ ერერა: “მატჩის გარიგებაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერ ერერა ესპანეთში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

ესპანეთში, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ერთ-ერთი თამაში, რომელსაც ესპანელი სამართალდამცავები იძიებენ, 2010/11 წლების სეზონში “სარაგოსასა” და “ლევანტეს” შორის გაიმართა. იმ დროს, ანდერ ერერა “სარაგოსაში” თამაშობდა, დღეს კი, ის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.

“ესპანეთში მიმდინარეობს პროცესი, რომელშიც “სარაგოსაცაა” ჩართული. ეს ის კლუბია, რომლის მაისურით თამაშის პატივიც დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. ამ საქმის 41 მოწმეს შორის მოვხვდი,

შემიძლია გითხრათ, რომ მატჩის გარიგებაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. აქედან გამომდიანრე, გამოძიებას სიამოვნებით დავეხმარები და ჩვენებას მივცემ. მჯერა ფეხბურთის და მჯერა პატიოსანი თამაშის.” – ციტირებს ერერას სიტყვებს BBჩ.

0.119353