იტალიის სერია A-ს ბინადარმა გენუის “სამპდორიამ” არგენტინული “ესტუდიანტესის” 20 წლის ნახევარმცველი ხოაკინ კორეა გაიფორმა. ფეხბურთელის ყიდვა “ბლუჩერკიატის” 12 მილიონი ევრო დაუჯდა.
კორეა სამხრეთ ამერიკულ კლუბში 2011 წლიდან თამაშობდა და გუნდის ღირსება 53 შეხვედრაში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.