სუპერლიგის მონაწილე “მგზავრები-არმია” 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, 2015 წლის დასაწყისში ბათუმში 10 დღიანი შეკრების გავლას გეგმავს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მგზავრები-არმიას” პრეზიდენტმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ “მგზავრები-არმია” 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “არმიას” ბაზაზე შეიქმნა. როგორც მოსალოდნელი იყო, 24-ე ეროვნული ჩემპიონატი “მგზავრები-არმიამ” სუსტად დაიწყო და აუტსაიდერთა შორის იმყოფება. აღსანიშნავია რომ “მგზავრები-არმია” თამაშის ხარისხს თანდათან აუმჯობესებს. ამის მაგალითად საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური სერია გამოდგება, სადაც ძალოვნები რუსთავის კალათბურთელებს დაუპირისპირდნენ. მართალია “მგზავრები-არმიამ” მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრა დიდი ანგარიიშით წააგო, მაგრამ მეორე მატჩში იმდენად კარგად ითამაშა, მოგებამდე მცირედი დააკლდა.