პეკინში ინტელექტუალური თამაშების ეგიდით მიმდინარე საჭადრაკო ბლიცების გამარჯვებული ჩინელი იიფან ჰოუ (2662) გახდა, რომელმაც 30 შესაძლებლობიდან 22.5 ქულა აიღო და კონკურენტებს აშკარად აჯობა.
მეორე-მესამე ადგილებზე 19.5-19.5 ქულით რუსი ვალენტინა გუნინა (2582) და უკრაინელი ანა მუზიჩუკი (2665) გავიდნენ. შემდეგ კი 17-17 ქულით ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2533) და ქართველი ნანა ძაგნიძე (2591) მოდიან.
ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ბელა ხოტენაშვილმა 10.5 ქულა მოაგროვა და 16 მოჭადრაკეს შორის მე-14 შედეგი აჩვენა.
16-17 დეკემბერს შვეიცარული სისტემით 5 ტურად გამართული შეჯიბრი Basque System-ში (ორივე ფერით ერთდროულად თამაში) შედგება.