ლაშა გვალიას, რომელსაც “ზესტაფონთან” კონტრაქტი დაუსრულდა, ფოთის “კოლხეთი” იწვევს. ფოთელებმა ფეხბურთელს თავისი პირობები შესთავაზეს და ახლა არჩევანი გვალიაზეა.
23 წლის ნახევარმცველმა პროფესიული კარიერა “კოლხეთში” დაიწყო, სადაც 2010-2012 წლებში თამაშობდა. შემდეგ გორის “დილას” მიაშურა, საიდანაც 2013-2014 წლების სეზონის შუაში რუსეთის პრემიერლიგის ეკატერინბურგის “ურალში” გადავიდა. მიმდინარე სეზონში ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე გვალიამ “ზესტაფონში” გაატარა.
“კოლხეთთან” კონტრაქტი ნახევარმცველ ლუკა გუგუჩიას დაუმთავრდა, რომელიც ჯერჯერობით უცნობია, კარიერას რომელ კლუბში გააგრძელებს.
2015 წელს “კოლხეთის” ბიუჯეტი 300000 ლარი იქნება. ფოთის მუნიციპალიტეტი კლუბის დაფინანსებას ამ რაოდენობის თანხით აპირებს. გარდა ამისა, ფოთის პორტი გუნდს ეკიპირებით ეხმარება, შეკრებას უფინანსებს და გარკვეულ თანხასაც აძლევს.
“კოლხეთში” რჩება მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი, რომელიც მუშაობას კონტრაქტის ამოწურვამდე (2015 წლის 31 დეკემბერი) აპირებს.