“ვაშინგტონ უიზარდსის” და “ჰიუსტონ როკიტსის” მცველები – ჯონ უოლი და ჯეიმს ჰარდენი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
უოლის დახმარებით, ვაშინგტონელებმა 4-ვე თამაში მოიგეს. ჯონის საშუალო მონაგარი 18.3 ქულა, 11.8 პასი და 2.5 ჩაჭრა გახლდათ. თავის მხრივ, ჰარდენი კვირის განმავლობაში საშუალოდ ჩაგდებული ქულების (34.0) მიხედვით ლიდერი იყო, მის მონაგარში კი 7.3 პასი და 2.67 ჩაჭრაც იყო.
კვირის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას ალ ჰორფორდი (“ატლანტა”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), დეანდრე ჯორდანი (“კლიპერსი”), მაიკ კონლი, მარკ გასოლი, ზაკ რენდოლფი (ყველა – “მემფისი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”) და იონას ვალანჩიუნასი (“ტორონტო”) აცხადებდნენ.