ფეხბურთი

11:43 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კამორანეზიმ მწვრთნელობა დაიწყო

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მაურო კამორანეზი მექსიკის მეორე დივიზიონის გუნდის "კორას დე ტეპიკის" მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის "თვითერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

38 წლის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელისთვის სამწვრთნელო კარიერაში მექსიკური გუნდი პირველი იქნება და შეეცდება ახალ საქმიანობაში ფეხი მოიკიდოს.

პროფესიულ საფეხბურთო დონეზე არგენტინული წარმოშობის იტალიელიის მოქალაქემ კარიერა ისეთ კლუბებში გაატარა, როგორიცაა: "ბანფილდი", "კრუს ასული", "ვერონა", "იუვენტუსი", "შტუტგარტი", "ლანუსი" და არგენტინული "რასინგი".

ბოლოს კამორანეზი მოედანზე 2014 წლის 16 მარტს "რასინგის" მაისურით "ნიუელს ოლდ ბოისის" წინააღმდეგ ითამაშა და 68 წუთზე შეცვალეს. როგორც შემდგომში გაირკვა, მსოფლიო ჩემპიონისთვის ეს კარიერის ბოლო მატჩი გახლდათ.

0.1022