მილანის “ინტერი” “ჯენოას” არგენტინელი ნახევარმცველით, დიეგო პეროტით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport–ი.
“ნერაძურის” ახალ თავკაცს, რობერტო მანჩინის ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და ამის ერთ-ერთ კანდიდატად 26 წლის არგენტინელს მოიაზრებს, რომლის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 2.5 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში პეროტიმ “ჯენოას” რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3-ჯერ გუნდელებს გაატანინა.