მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ვალდებულია შემდეგ ეტაპზე გავიდეს.
“შახტარი” ძალიან ძლიერი და სახიფათო მეტოქეა, თუმცა ჩვენ ვალდებულნი ვართ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. “ბაიერნის” მინიმალური სამიზნე ყოველთვის 1/4 ფინალი იყო და ახლაც მასეა. ჩვენ უკრაინური კლუბის ბარიერი უნდა დავძლიოთ და დანარჩენზე შემდგომ ვიფიქროთ”, - განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.
“ბაიერნი” უკრაინას 17 თებერვალს ეწვევა სათამაშოდ, ხოლო 11 მარტს უკვე მასპინძელი იქნება.