ფეხბურთი

17:31 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტულალანი: “შანსები თანაბარია”

“მონაკოს” გამოცდილი ნახევარმცველი, ჟერემი ტულალანი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს შეხვდა და მომავალ მეტოქეზე ესაუბრა.

როგორც იცით, “თავადებს” ფორტუნამ ლონდონის “არსენალი” არგუნა მეტოქედ.

ტულალანის აზრით, მათი მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა შანსები თანაბარია.

“ვფიქრობ, რომ შანსები 50-50-ზეა. ჩვენ “არსენალს” წინასასეზონო მატჩისას მოვუგეთ, თუმცა რასაკვირველია ეს შეხვედრა სულ სხვა დონის იქნება.

“არსენალს” ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა შეჩერება ძალიან რთულია. თუმცა, ჩვენ ვართ გუნდი, რომლის დაცვის გარღვევა ძალიან რთულია. საჭიროა, რომ სუფთად და ზეწოლის გარეშე ვითამაშოთ”, - განაცხადა 31 წლის ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკო” პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს, ხოლო საპასუხო მატჩს შინ გამართავს.

0.11444