ფეხბურთი

14:48 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილს უკეთესი მომავლის იმედი აქვს

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-14 ტურში “პანიონისთან” სტუმრად წაგებით (0:2), ოფი-ს ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი იმედგაცრუებული დარჩა და თქვა, რომ კრეტული გუნდი მომდევნო ტურებში უკეთესად ითამაშებს.

“შედეგის გამო ძალიან ვინერვიულე. ყველა მზად ვიყავით და ვერ გეტყვით მეორე ტაიმში რა მოხდა, ასე ცუდად რატომ ვითამაშეთ. “პანიონისთან” სათამაშოდ მთელი გუნდი მზად იყო. ვფიქრობ, უახლოეს მატჩებში უკეთესად გამოვალთ. ოფი-ს კარგი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც გუნდს ახლა ვერ ეხმარებიან და იმედია, მომდევნო შეხვედრებში დაგვიბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მათმა არყოფნამ თავისი როლი ითამაშა. მჯერა, ყველაფერი უკეთესად იქნება” – იუწყება მერებაშვილის სიტყვებს ინტერნეტპორტალი gentikoule.gr-ი.

ოფი-ს 13 ქულა აქვს და საბერძნეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.

0.114356