უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დანიელებთან მოგებას ხორვატებთან გამარჯვება მიაყოლა.
შეგახსენებთ, რომ მე-2 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა დანიელებს 3:1 სძლიეს, მესამეში კი ხორვატები 2.5:1.5 დაამარცხეს.
პარტიები მოიგეს ნინო ხომერიკმა (2141) და ნიკა ღვამბერიამ (2122), ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნოე თუთისანმა (2301), გიორგი სიბაშვილმა (2387) კი მარცხი განიცადა.
საქართველოს ნაკრები 5.0 ქულით მე-8 ადგილზეა, ასპარეზობას კი სამ-სამი გამარჯვებით უნგრეთი-1, რუსეთი და ინდოეთი ლიდერობენ.
მეოთხე ტურში ქართველი მოზარდები უკრაინის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდებიან. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების წევრთა ინდივიდუალური შედეგები ასეთია: სიბაშვილი – 0.5 (2), თუთისანი – 2.5 (3), ხომერიკი – 1.5 (3), ღვამბერია – 3 (3), ცომაია – 0 (0).