ფეხბურთი

12:57 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შვედეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სერ ჟერმენის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ზლატანს ფრანგებთან ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აქვე გაფორმებული და კონტრაქტის დასრულების დროს 35 წლის იქნება. შვედის თამაშით პარიზელები კმაყოფილები არიან და ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის მოლაპარაკებას აწარმოებს თავდამსხმელის აგენტი მინო რაიოლა კლუბის ხელმძღვანელობასთან.

თუ იბრაჰიმოვიჩი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, კარიერას პსჟ-შივე დაასრულებს. აგრეთვე ცნობილია, რომ ზლატანს აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ფრანგული გრანდის ადმინისტრაციაში სამუშაო ადგილი გარანტირებული აქვს.

მიმდინარე სეზონში შვედმა მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და პირად აქტივში 1 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

0.125369