სხვა

11:18 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი - BBC-ს წლის საუკეთესო სპორტსმენი

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ 2014 წლის საუკეთესო ბრიტანელ სპორტსმენად ფორმულა ერთის ორგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი მიიჩნია. ჰამილტონმა ხმების 33.8% მიიღო (209,920 ხმა).

ფორმულა ერთის პილოტმა გამოკითხვაში 13.9%-ით აჯობა მსოფლიო ნომერ პირველ გოლფისტს რორი მაკილროის, ხოლო მესამე ადგილზე ინგლისელი ქალბატონი გრძელ დისტანციაზე მორბენალი ჟო პავეი გავიდა.

პავეიმ 2014 წელს მეორე ბავშის შეძენიდან ათი თვის შემდეგ ციურიხში გამართული ევროპის ჩემპიონატი მოიგო. აღნიშნული ტურნირის მოგებით, ინგლისელი ევროპის ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონიცაა - 40 წელი და 325 დღე.

BBC-ს წლის საუკეთესო გუნდი ინგლისის რაგბის ქალთა ნაკრები გახდა, უცხოელი სპორტსმენი კი - კრიშტიანუ რონალდუ.

0.114623