პრემიერლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიზისში მყოფილი “ლივერპული” მიიღო და გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა.
პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს მე-11 წუთზე, რაჰიმ სტერლინგს დავიდ დე ხეამ აჯობა. სტუმრებმა იმავე წუთს საპასუხო იერიში განახორციელეს და მეტოქე გამოუყენებელი მომენტისთვის დასაჯეს – მარჯვენა ფლანგზე ანტონიო ვალენსიამ გაილაღა და მშვენიერი გადაცემა გაუკეთა უეინ რუნის, რომელმაც საპირისპირო კუთხეში დაურტყა ჯონსს და ანგარიში გახსნა. მომდევნო მომენტი სტუმრებს 22-ე წუთზე შეექმნათ, მაგრამ სტერლინგს კვლაავ დე ხეამ აჯობა. მე-40 წუთზე მასპინძლებმა კვლავ შედეგიანი იერიში განახორციელეს, ეშლი იანგმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, საჰაერო ბრძოლა რობინ ვან პერსიმ მოიგო და ცარიელ კართან მყოფ მატას გადააწოდა, რომელმაც თავური დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა. აღსანიშნავია, რომ ვან პერსის გადაცემის მომენტში მატა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯონი ევანსმა მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა რაჰიმ სტერლინგს და ერთი-ერთზე გაიყვანა დე ხეასთან, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა კვლავ ვერ გადალახა ესპანელი მეკარის ბარიერი. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა მარიო ბალოტელის, მაგრამ მისი დარტყმულს დე ხეამ მოარტყა ხელი, ხოლო შემდეგ ხარიხამ უკუაგდო. “ლივერპულს” გამოუყენებელი მომენტები ძვირად დაუჯდა და კვლავ დაისაჯა. 71-ე წუთზე “წითელმა ეშმაკებმა” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, დეიან ლოვრენი უხეშად შეცდა და ვან პერსიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. დარჩენილ დროში დე ხეამ მარიო ბალოტელის კიდევ ერთხელ აუღო, ხოლო ჯონსმა ვან პერსის არ შეასრულებინა დუბლი – 3:0. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზედიზედ მეექვსედ იმარჯვა, 31 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიცია გაიმყარა. “ლივერპული” 21 ქულით მეათეა.
დღის მეორე მატჩი “ლიბერთი სთედიუმზე” გაიმართა და ლონდონის “ტოტენჰემმა” ბოლო წუთზე დაამარცხა ადგილობრივი “სუონსი”. პირველი ნახევარი “დეზებმა” ჰარი კეინის გოლით მოიგეს. 48-ე წუთზე ვილფრიდ ბონიმ აღადგინა წონასწორობა, მაგრამ “გედებს” ქულა კრისტიან ერიკსენმა წაართვა 89-ე წუთზე, რომელმაც მიმდინარე პრემიერლიგაში მე-6 გოლი გაიტანა. “ტოტენჰემი” 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა. ლონდონურ კლუბს “სუონსი” ორი ქულითა და ადგილით ჩამორჩება.
მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული 3:0 (2:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა, ჯონსი (მაკნაირი 89), კერიკი, ევანსი, ფელაინი, რუნი (ფალკაო 78), იანგი, ვალენსია, მატა, უილსონი (ერერა 71), ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
ლივერპული (3-4-3): ჯონსი, ჯონსონი (ტურე 26), შკრტელი, ლოვრენი, ალენი, ჯერარდი, ჰენდერსონი, მორენო (მარკოვიჩი 68), ლალანა (ბალოტელი 46), კოუტინიო, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0 რუნი (12), 2:0 მატა (40), 3:0 ვან პერსი (71).
გაფრთხილებები: ფელაინი, ჯონსი, ევანსი, რუნი – ალენი, ბალოტელი, ჯერარდი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11(6)-19(9), ჯარიმა: 13-14, კუთხური: 2-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 9-3
სუონსი – ტოტენჰემი 1:2 (0:1)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი, ბერტლი, უილიამსი, რანხელი (რიჩარდსი 70), ტეილორი, კი, ბრიტონი (შელვი 55), სიგურდსონი, მონტერო, რუტლიჯი, ბონი (გომისი 85).
მწვრთნელი: გარი მონკი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, უოლკერი, დევისი, ბენტალები, მეისონი (სტამბული 70), ერიკსენი, კეინი, ლამელა (ჩადლი 83), სოლდადო (დემბელე 56).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 კეინი (4), 1:1 ბონი (48), 1:2 ერიკსენი (89).
გაფრთხილებები: კი, ტეილორი, ბერტლი – უოლკერი, ვერტონგენი, მეისონი, სტამბული
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 15(3)-10(4), ჯარიმა: 7-17, კუთხური: 7-9, თამაშგარე: 5-0, სეივი: 2-2
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 12. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. აუსტინი (ქპრ), ბონი ("სუონსი") - 8.