ჩოგბურთი

20:23 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცონგამ შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვოს

საფრანგეთის პირველმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშოს. L’Equipe-ს ცნობით, მას მაჯის ტრავმა აწუხებს.

ფრანგი 2008 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ჟო-ვილფრიდი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 12-ე ადგილზეა. ცონგას კარიერის მანძილზე ერთეულთა თანრიგში 11 ტიტული აქვს მოგებული და ჩოგბურთით 14.3 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გამომუშავებული.

0.114347