“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა “აუგსბურგის” (4:0) წინააღმდეგ მატჩში რობერტ ლევანდოვსკის თამაშით კმაყოფილია.
“ლევანდოვსკის თამაშით კმაყოფილი ვარ, ის თამაშიდან თამაშამდე უმატებს. მას ცენტრფორვარდად ვხედავ, მაგრამ მახსოვს მისი რამდენიმე მატჩი “დორტმუნდში”, სადაც რობერტი ფლანგზეც დიდებულად ირჯებოდა.”- გვარდიოლას სიტყვებს Sport1.de ციტირებს.
ლევანდოვსკიმ “აუგსბურგს” 68-ე წუთზე გოლი გაუტანა. პოლონელს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში “ბაიერნის” მაისურით 14 თამაში აქვს ჩატარებული და 7 გოლი - გატანილი.