ჭადრაკი

17:44 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და ხოტენაშვილი ბლიცებში ჩაებნენ

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშების ფარგლებში საჭადრაკო ბლიცების დრო დადგა.

მონაწილეები ერთმანეთს 3 დღის განმავლობაში ეპაექრებიან. უკვე ჩატარდა 20 ტური, რომლის შედეგებითაც ნანა ძაგნიძემ 11.0 ქულა მოაგროვა და 16 მოჭადრაკეს შორის მე-7 ადგილი უკავია.

მხოლოდ 6.5 ქულა აქვს აქტივში ბელა ხოტენაშვილს და ის ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზეა.

15 დეკემბერს დარჩენილი 10 ტურის პარტიები ჩატარდება, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი კი ჩინელ ფავორიტ იიფან ჰოუს აქვს, რომელსაც 15.5 ქულა გააჩნია.

ისიც ვთქვათ, რომ 16-17 დეკემბერს შვეიცარული სისტემით 5 ტურად გამართული შეჯიბრი Bასქუე შყსტემ-ში (ორივე ფერით ერთდროულად თამაში) შედგება.

0.117597