კალათბურთი

17:26 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის გუნდმა აუტსაიდერს სძლია

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” აუტსაიდერ “კოკინასს” ესტუმრა და 71:64 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 25:53 წუთი გაატარა და 4 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა. ბექამ 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი და 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

5 მოგებით და 7 მარცხით “ლეიმა ბასკეტ კორუნა” 15-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზეა. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს, შინ, “მელილასთან” ჩაატარებს.

0.115711