თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-5 გამარჯვება იზეიმა. ბასკური კლუბი ერთ-ერთ აუტსაიდერ “მონტაკიტ ფუენლაბრადას” დაუხვდა და მართალია, ძალიან გაუჭირდა, საბოლოოდ, 77:71 მოიგო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 14:32 წუთსი 8 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
“ლაბორალ კუჩას” რიგებში საუკეთესონი ფრანგი კალათბურთელები – ფაბიენ კოსიე და ტომას ერტელი იყვნენ, შესაბამისად, 15 და 13 ქულით.
შენგელიას კლუბი მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 დეკემბერს სტუმრად “მურსიასთან” ჩაატარებს.