სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგმა”. ლაშკოელებმა “როგასკა სლატინას” 75:56 სძლიეს და 2 მარცხის წილ მე-7 მოგება მიითვალეს.
თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც მასპინძლებმა 23:7 იმარჯვეს, ბერიშვილმა კი მოედანზე 7 წუთი დაჰყო და აქტივში თითო პასი და ჩაჭრა ჰქონდა.
“ზლატოროგი” სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ტაიფუნს” ჩამორჩება, რომელსაც ცხრავე თამაში მოგებული აქვს. ლაშკოელები მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს სტუმრად “ჰელიოსთან” ჩაატარებენ.