ფეხბურთი

15:40 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” მეტოქეა “კრუზ აზული”

მადრიდის “რეალი” გაემგზავრა მაროკოში, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში. მადრიდელები გათამაშებაში ნახევარფინალიდან ერთვებიან, სადაც მათი მეტოქე “კრუზ აზული” იქნება. მექსიკელებმა დამატებით დროში ავსტრალიის “ვესტერნ სიდნეის” მოუგეს 3:1 და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

“რეალის” და “კრუზ ასულის” შეხვედრა 16 დეკემბერს თბილისის დროით 23:30 საათზე “დაიწყება. მეორე ნახევარფინალური წყვილია არგენტინის “სან ლორენცო” და ზელანდიის “ოკლენდი”. თამაში 17 დეკემბერს, იმავე დროს გაიმართება.

0.130604