უნგრეთის ქალაქ გიორში სტარტი აიღო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადამ 16-წლამდელთა შორის.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 10 ტურად ტარდება და 21 დეკემბრამდე გასტანს. ასპარეზობაზე 37 გუნდი და 256 მოჭადრაკე თამაშობს, მათ შორის 70 – საერთაშორისო წოდების მქონე.
სატურნირო რეიტინგ-სიას სათავეში ინდოეთის გუნდი უდგას – 2451 საშუალო რეიტინგით. შემდეგ გერმანია (2429) და რუსეთი (2425) მოდიან, საქართველო (2238) კი მეთევქსმეტეა.
ქართული გუნდი დაფების მიხედვით შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: 1. გიორგი სიბაშვილი (2387), 2. ნოე თუთისანი (2301), 3. ნინო ხომერიკი (2141), 4. ნიკა ღვამბერია (2122), 5. ნიკოლოზ ცომაია (2029).
გუნდის მთავარი მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილია, მწვრთნელი კი – გიორგი ხომერიკი.
პირველ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა 42-ე განთესვის მქონე ყირგიზეთის ნაკრებთან, რომელსაც 1 საერთოდაც ურეიტინგო მოჭადრაკე ჰყავდა, მოულოდნელი ყაიმი (2:2) გააფორმა.
საკუთარი პარტიები თუთისანმა და ღვამბერიამ მოიგეს, ხომერიკს და ცომაიას კი მარცხი შეემთხვათ.
მე-2 ტურში საქართველოს ნაკრები დანიას ეთამაშება.