მიმდინარე კვირა წარმატებული გამოდგა ქართველი ჩოგბურთელებისთვის. იმის შესახებ, სოფო შაფათავამ რომ ინდოეთში 15-ათასიანი ტურნირი მოიგო, უკვე მოგახსენეთ, ამჯერად კი, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაზე ვთქვათ.
ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ხუთ მატჩში ერთადერთი სეტი დათმო.
ფინალში ბასილაშვილი მე-2 რეიტინგის მქონე ინდოელ რამკუმარ რამანატანს გაეჯიბრა და 7:6 (7:5), 6:2 დაამარცხა.
ნიკოლოზი დოჰაში რჩება და ორშაბათიდან კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირში ჩაებმება, სადაც კვლავ პირველ ნომრად იქნება განთესილი.