ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის ასისტენტმა და სამაუწყებლო კომპანია SKy Sport TV-ის საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩის თანანმდებობა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ინგლისელმა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მიიღო.
ცნობილია, რომ ნევილი "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს ხშირად გაუკრიტიკებია და ჰოლანდიელი ამით უკმაყოფილო გახლავთ. შესაძლოა ამ ფაქტმაც იქონია გავლენა ნევილის კლუბიდან წასვლაზე.