ფეხბურთი

14:35 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“წითელი ეშმაკები” გამარჯვებათა სერიის გაგრძელებას შეეცდებიან

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის მეორე სათამაშო დღეს, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება შედგება “ოლდ ტრაფორდზე”, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” კრიზისში მყოფ “ლივერპულს” უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონი “წითელმა ეშმაკებმა” ძალიან ცუდად დაიწყეს, თუმცა ბოლო პერიოდში თამაში საგრძნობლად გამოასწორეს, რაც ზედიზედ 5 მოგებულ შეხვედრაში აისახა და “იუნაიტედი” მე-3 პოზიციამდე აღზევდა. ლუის ვან გაალის შეგირდებმა ბევრი ტრავმირებული მოთამაშის პირობებში მოახერხეს და მიჯრით დაამარცხეს: “არსენალი”, “კრისტალ პალასი”, “ჰალი”, “სტოკი” და “საუთჰემპტონი”.

საპირისპირო მდგომარეობაა სტუმართა ბანაკში. “ლივერპული” ძალიან არასტაბილურად თამაშობს და შედეგიც შესაბამისი აქვს მიმდინარე სეზონში. “წითლები” პრემიერლიგაში მე-9 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კლუბმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

ვან გაალს შემადგენლობის მხრივ დღესაც საკადრო პრობლემები აქვს, მასპინძლებს ტორფი, დი მარია, რაფაელი, ჯონსი, ლინგარდი, სმოლინგი და შოუ არ ეყოლებათ. სტუმრები კი, სუსოს, ფლანაგანსა და სტარიჯს მოისაკლისებენ. სამაგიეროდ, ტრავმა მოიშუშა მარიო ბალოტელიმ და დღეს სავარაუდოდ ძირითადში იქნება.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 43 წლის მარტინ ატკინსონი იქნება, რომელიც პრემიერლიგის შეხვედრებს 2003 წლიდან უძღვება, ხოლო ფიფას კატეგორიის მსაჯი 2006 წლიდანაა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნატედი (4-3-1-2): დე ხეა, ევანსი, როხო, იანგი, ვალენსია, კერიკი, ერერა, ფელაინი, მატა, რუნი, ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ტურე, შკრტელი, ჯონსონი, მორენო, ჩანი, ლუკასი, ჯერარდი, სტერლინგი, ჰენდერსონი, ბალოტელი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ურთიერშეხვედრები

05.08.14

ამხანაგური

ლივერპული

მანჩესტერ იუნაიტედი

1 : 3

16.03.14

პრემიერლიგა

მანჩესტერ იუნაიტედი

ლივერპული

0 : 3

25.09.13

ლიგის თასი

მანჩესტერ იუნაიტედი

ლივერპული

1 : 0

01.09.13

პრემიერლიგა

ლივერპული

მანჩესტერ იუნაიტედი

1 : 0

13.01.13

პრემიერლიგა

მანჩესტერ იუნაიტედი

ლივერპული

2 : 1


შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ჩვენი დროით 17:30 წუთზე დაიწყება.

0.120927