ფეხბურთი

10:27 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"გენკმა" კონკურენტს უქართველებოდ მოუგო

ბელგიის ჩემპიონატმა ქართველების გარეშე ჩაიარა. “გენკმა” შინ, “კრისტალ არენაზე” უშუალო კონკურენტი “კორტრაიკი” 3:0 დაამარცხა. გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, ხოლო განაცხადში მყოფი ლუკა ზარანდია ალექს მაკლიშმა კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა. მატჩის შემდეგ “გენკმა” 32 ქულას მოუყარა თავი და მხოლოდ ჩემპიონატის ლიდერ “ბრიუგეს” ჩამორჩება.

პოლონეთის ექსტრაკლასის მე-19 ტურში ითამაშა ნიკა ძალამიძემ. “იაგელონიამ” შინ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა “გორნიკ ზაბრჟე.” მიხაილ პრობიერზმა ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, 75-ე წუთზე კი ძალამიძის ნაცვლად ტიმინსკი გამოვიდა მინდორზე.

ერთადერთი გოლი ფრანკოვსკიმ 27-ე წუთზე გაიტანა. ამ ეტაპზე “იაგელონია” 32 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ითამაშა კახა ცხადაძის “ინტერმა.” ქართველი მწვრთნელის გუნდმა გასვლით მატჩში გიორგი ჩიხრაძის “სიმურგთან” ფრედ 1:1 ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ლაშა სალუქვაძე ტაიმის შემდეგ ბაჩანა ცხადაძემ შეცვალა, ხოლო ალექსანდრე ამისულაშვილმა სრულად ითამაშა. განაცხადში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ლომაია.

მასპინძლები 43-ე წუთზე დაწინაურდნენ, “ინტერმა” კი წონასწორობა მატჩის მიწურულს აღადგინა. 92-ე წუთზე პაველ კაპსას კარში ბრაზილიელმა ნილდომ გაიტანა.

ვესბადენში, “ბრიტა არენაზე” განადგურდა ლუკას ჰუფნაგელის “უნტერჰახინგი.”კრისტიან ციგემ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ მოთამაშეს მთელი სათამაშო დრო დაუთმო. “ვესბადენმა” სტუმარი გუნდის კარში ოთხი გოლი შეაგდო, ისე რომ ჰუფნაგელის გუნდმა ერთიც ვერ გაიტანა.

"ჰალეშერი" ლიდერ ბილეფილდის “არმინიასთან” შინ, “ერდგრას სპორტპარკზე” 0:3 დამარცხდა. რუსთავში დაბადებულ აკაკი გოგიას მთელი სათამაშო დრო დაეთმო. განსხვავებით გასული მატჩებისა “არმინიასთან” გოგია გოლითა თუ საგოლე პასით ვერ დაეხმარა თანაგუნდელებს.

21 ტურის შემდეგ “ჰალეშერი” 28 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. გოგიას გუნდს ოდნავ ჩამორჩება “უნტერჰაჰინგი,” რომელიც მე-15 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118565