ფეხბურთი

10:22 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორან ბლანი: “ტიაგო სილვა ხელშეუხებელი არაა”

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ხმამაღლა მიანიშნა, რომ გუნდში უფროსი ისაა და ნებისმიერ დროს შეუძლია ბრაზილიელი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვოს.

ცოტა ხნის წინ ტიაგო სილვას ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, რის შემდეგაც მის თამაშს ერთგვარი ჩავარდნა დაეტყო. შედეგად, 30 წლის ცენტრალურმა მცველმა ეროვნულ გუნდში ადგილი დაკარგა და ბლანმა განაცხადა, რომ თუ უახლოეს პერიოდში სიტუაცია არ შეიცვლება, მას კლუბშიც მოუწევს სათადარიგოთა სკმაზე გადანაცვლება.

“არც სილვა და არც მოტა ხელშეუხებლები არ არიან. მსგავსი პრივილეგიით პსჟ-ს არცერთი ფეხბურთელი არ სარგებლობს” - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

0.119801