ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღე პირველ რიგში იმით გამოირჩა, რომ გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა კატალონიურმა “ბარსელონამ”.
“ბლაუგრანა” “კოლიზეუმ ალფონსო პერესს” ეწვია და მხოლოდ 1 ქულით გაბრუნდა შინ. სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ლიონელ მესის გუაიტამ აუღო, ხოლო რაკიტიჩსა და სუარესს მიზანმა უმტყუნათ. შეხვედრის მთავარ მსაჯს, ვაკანდი გარიდოს ერთწუთიან მონაკვეთში ორი პენალტის დანიშვნა შეეძლო ხელით თამაშის გამო – ჯერ “ხეტაფეს” მცველმა, ვალერამ ბურთი ხელით გააჩერა, ხოლო იმავე წუთს მასპინძელთა კონტრშეტევისას ალვეშს მოხვდა ბურთი ხელზე. ორივე მომენტში მსაჯის სასტავენი დუმდა.
მეორე ნახევარი “ბარსელონამ” უფრო აქტიურად დაიწყო და ლიონელ მესის ორჯერ შეეძლო საჯარიმოდან გატანა, მაგრამ ერთ მომენტში ხარიხამ არ დაანება, ხოლო მეორეში ვისენტე გუაიტამ. კარგი მომენტი ჰქონდა ხავის, მაგრამ ვერც გამოცდილმა ნახევარმცველმა ვერ მოახერხა ზუსტად დარტყმა. შეხვედრას ძალიან საინტერესო დასასრული ჰქონდა, მასპინძლებმა მეტოქეს მათ ნახევარზე აართვეს ბურთი და ერთი-ერთზე რჩებოდნენ ბრავოსთან, მაგრამ მსაჯმა საფინალო სასტვენი მისცა და შესაძლოა კატალონიური კლუბი წაგებისგანაც იხსნა – 0:0. “ბარსელონა” 35 ქულით მე-2 ადგილზეა და “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება.
ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იმარჯვა “ვალენსიამ”. “ლოს ჩემ” წლევანდელი ტრადიცია არ დაარღვია, კლუბმა მე-8 გამარჯვება მოიპოვა და 8-ვე შემთხვევაში 3-3 გოლის გატანა მოახერხა. “ღამურებმა” შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-13 წუთზე ანტონიო ბარაგანის ჩამოწოდებულს ზუსტი თავური სოფიან ფეგულიმ დაუხვედრა. 34-ე წუთზე ალჟირელმა დუბლი შეასრულა, რომელმაც ალვარო ნეგრედოს დარტყმულს დაამატა. ორ წუთში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა პაბლო პიატიმ, რომელმაც სამი ფეხბურთელი ჩამოიშორა და ისე დაუსვა წერტილი სტუმართა განადგურებას – 3:0. მეორე ნახევარში ორივე კლუბს ჰქონდა რამდენიმე მშვენიერი მომენტი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. სათქმელია, რომ “ღამურები” 71-ე წუთიდან ათნი იყვნენ მინდორდზე, რადგან ტეიშეირა ვიტიენესმა ანდრე გომეშს საკამათო ვითარებაში უჩვენა მეორე ყვითელი ბარათი. “ლოს ჩე” 28 ქულით მე-5 ადგილზეა.
“მალაგამ” სამუელის გოლით შეძლო “სელტას” დამარცხება, ხოლო “კორდობამ” და “ლევანტემ” უგოლო ყაიმი გააგორეს.
ხეტაფე – ბარსელონა 0:0
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა, ველაზკესი, ნალდო, ალექსისი, ვალერა, ლასენი, მიჩელი, სარაბია, იოდა (ლეონი 76), ლაფიტა (კასტრო 70), სამირი (ვაზკესი 62).
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალვეში (ადრიანო 80), ალბა, რაკიტიჩი (ინიესტა 66), ხავი, ბუსკეტსი, პედრო (ელ ჰადადი 77), სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გაფრთხილებები: სარაბია, კასტრო
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 24%-76%, დარტყმა: 4(2)-23(2), ჯარიმა: 24-8, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-2
ვალენსია – რაიო ვალეკანო 3:0 (3:0)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, გომეში, ფეგული (როდრიგო 77), დე პაული (ფელიპე 74), პიატი (ორბანი 83), ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, მორსილიო, ამაია (მანუჩო 60), ტიტო, ინსუა, ჟოზაბედი, ბაენა (კლავერია 82), აკინო (ლიკა 66), ბუენო, კაკუტა, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 1:0;2:0 ფეგული (13;34), 3:0 პიატი (36).
გაფრთხილებები: გომეში, ფუეგო, ფელიპე, ნეგრედო – მორსილიო, ბუენო, ინსუა
გაძევება: გომეში 71.
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 14(6)-19(4), ჯარიმა: 16-14, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-3
კორდობა – ლევანტე 0:0
კორდობა, “ნუევოს არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, პანტიჩი, ი.ლოპესი, კამპებადალი, კრესპო, ლუსო (ეკენგი 73), დეივიდი, ბ.გარსია, აბელი (ს.ლოპესი 79), ფიდელი (კარტაბია 64), გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
ლევანტე (4-4-2): მარინიო, დ.ნავარო, ვინტრა, კარაბელასი (ტონიო 68), ივანი, სიმაო, დიოპი, მორალესი, ივანშიცი, ბარალი (რ.მარტინსი 74), კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გაფრთხილებები: ივანი, კარაბელასი, სიმაო
მსაჯი: ედუარდო პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 13(4)-12(3), ჯარიმა: 6-19, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-4
მალაგა – სელტა 1:0 (1:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი (მ.ტორესი 48), ანხელერი, როსალესი, არტუნეში, კამაჩო, დარდერი, კასტილიეხო (ბოკა 83), დუდა (რესიო 68), სამუელი, სანტა კრუზი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, ა.გომესი, ჯონი, მალიო (ლარივეი 85), კრონ-დელი, ა.ფერნანდესი, პ.ერნანდესი (ა.ლოპესი 64), ორელიანა (ნოლიტო 65), მინა, ჩარლესი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: სამუელი 21.
გაფრთხილებები: როსალესი, ველიგტონი, კამაჩო, სამუელი, რესიო – ფონტასი, ჩარლესი, მალიო, ა.ფერნანდესი
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 12(4)-14(8), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 1-9, თამაშგარე: 1-5, სეივი: 8-3
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 25. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 13. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.