ფეხბურთი

0:29 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრემენში მხიარული მუსიკა ისმოდა

არა და არ დაადგა საშველი "დორტმუნდს", რომელსაც ლაზარეთში მხოლოდ მარკო როისიღა დარჩა, მაგრამ მაინც წააგო. წააგო ბერლინში, ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ "ჰერტასთან". ერთადერთი გოლი ექს-დორტმუნდელმა ფორვარდმა იულიან შიბერმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლოს. როგორც ჩანს, როისის გარეშე იურგენ კლოპის გუნდი სუსტია...

"ბაიერნი" აუგსბურგში ჩავიდა და 58-ე წუთამდე გოლი ვერ გაჰქონდა, მაგრამ 13-წუთიან მონაკვეთში იფრინა და ოთხჯერ დაამწუხრა მასპინძლები. ორი გოლი არიენ რობენის ანგარიშზეა, სებასტიან როდემ კი ორი საგოლე პასი მიითვალა. თითო_თითო გოლი მეჰდი ბენატიამ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს.

"ბაიერნი" უკაცრიელი კუნძულივითა. მასთან სიახლოვესაც კი ვერ მიდიან.

შაბათის მატჩებიდან ყველაზე სანახაობრივი გამოდგა "ვერდერი"-"ჰანოვერი", რომელიც 3:3 დასრულდა. ბრემენელებს ახალგაზრდებმა უშველეს: მალვინ ლორენცენი მეორე გუნდიდან დააწინაურეს და ბრწყინვალედაც გამოიყენა შანსი, ხოლო ზელკემ ბოლო წუთებზე გაიტანა. გუნდებს დაცვა თითქოს დავიწყებული ჰქონდათ, ზედიზედ იქმნებოდა სახიფათო მომენტები ორივე კართან.

მცირე სენსაცია: "კიოლნმა" "შალკეს" გასვლაზე 2:1 სძლია. თითქოს კარგ ფორმაში იყვნენ "ხუმარები", "კიოლნს" კი ბოლო ტურებში თამაში არ მისდიოდა, მაგრამ რას გაიგებ – ეს ხომ ბუნდესლიგაა. ჰო, ამ მატჩისას "შალკეს" ერთ-ერთ მწვრთნელ სვენ გიუბშერს ტრიბუნიდან ნასროლი სანთებელა მოხვდა შუბლში, სისხლის დენა დაეწყო და რამდენიმე ნაკერი დაადეს.

აუგსბურგი-ბაიერნი 0:4 (0:0)

აუგსბურგი: მანინგერი, ბაბა, ჰონგი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, ფოილნერი, ბობადილია, ტობიას ვერნერი (ეშვაინი 70), ალტინტოპი (კორი 73), ჯურიჩიჩი (მოლდერსი 65)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბენატია, ბერნატი, ჩაბი ალონსო (გიოტცე 74), როდე, რიბერი, შვაინშტაიგერი (ჰიობერგი 72), რობენი (მიულერი 77), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 ბენატია (58), 0:2 რობენი (59), 0:3 ლევანდოვსკი (69), 0:4 რობენი (71)

მსაჯი: შტიბერი

ბურთის ფლობა: 32-68; კარში დარტყმა: 6(4)-26(17); კუთხური: 1-7; თამაშგარე: 3-1; სეივი: 13-4; ჯარიმა: 17-13

ფრაიბურგი-ჰამბურგი 0:0

ფრაიბურგი: ბიურკი, გიუნტერი, კემპფი, რიტერი, ტორეხონი, დარიდა, ჰოლფერი (შუსტერი 46), კლაუსი (ცულეხნერი 81), გუიდე (დანი შაჰინი 70), შმიდი, მეჰმედი

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, მარკოსი, რაისი, ბეჰრამი, ჰოლტბი, ნიკო მიულერი (გუაიდა 71), ლასოგა (შტიბერი 90+3), ვან დერ ვაარტი (ჟირაჩეკი 67), რუდნევსი

მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი

გაფრთხილება: ტორეხონი (39), რაისი (55), გიუნტერი (55), ბეჰრამი (68)

მე-2 წუთზე დარიდამ (ფრაიბურგი) ვერ გაიტანა პენალტი

მსაჯი: შტარკი

ბურთის ფლობა: 51-49; კარში დარტყმა: 10(6)-10(3); კუთხური: 4-2; თამაშგარე: 4-2; სეივი: 3-6; ჯარიმა: 20-11

ჰერტა-დორტმუნდი 1:0 (1:0)

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, კრაფტი, ბენ-ჰატირა (ვან დერ ბერგი 70), ჰეგელერი, ნიმაიერი, რონი (ლუსტენბერგერი 82), შულცი, შკიელბრედი (ჰასოგაი 70), ბერენსი, შიბერი

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

დორტმუნდი: ლანგერაკი, პიშჩეკი, ჰუმელსი, სუბოტიჩი (ნური შაჰინი 83), შმელცერი, სვენ ბენდერი, გიუნდოგანი, კელი (რამოსი 46), მხითარიანი (ბლაშჩიკოვსკი 35), ობამეიანგი, იმმობილე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 შიბერი (40)

გაფრთხილება: პიშჩეკი (53), ბრუქსი (53)

მსაჯი: პერლი

ბურთის ფლობა: 36-64; კარში დარტყმა: 5(3)-18(9); კუთხური: 2-9; თამაშგარე: 2-2; სეივი: 9-2; ჯარიმა: 10-10

შალკე-კიოლნი 1:2 (0:0)

შალკე: ფერმანი, აოგო, ფუხსი (სანე 73), ჰიოვედესი, კირხოფი, უჩიდა, ბარნეტა (კლემენსი 58), მაიერი (სემი 83), ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

კიოლნი: ჰორნი, ჰექტორი, მავრაი, ოლკოვსკი, ვიმერი, გერჰარდტი, ლემანი, რისე (მარო 68), სვენტო (ბროკერი 81), ვიოგტი, უჯა

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გოლები: 0:1 უჯა (47), 0:2 ლემანი (67 პენ), 1:2 სანე (85)

გაფრთხილება: ვიმერი (40), ჰიოვედესი (66)

მსაჯი: ბრიხი

ბურთის ფლობა: 59-41; კარში დარტყმა: 15(9)-6(3); კუთხური: 2-1; თამაშგარე: 0-3; სეივი: 1-8; ჯარიმა: 14-6

ვერდერი-ჰანოვერი 3:3 (1:1)

ვერდერი: შტრენინგერი, ჩესა (გარსია 39), კალდიროლა, ფრიტცი, გალვესი, აიჩიკეჩი (ჰაიროვიჩი 77), ბარტელსი, იუნუზოვიჩი, გაბრე სელასი, ფელიქს კროოსი, ლორენცენი (ზელკე 57)

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

ჰანოვერი: ციბერი, ალბორნოსი, მარსელო, ჰიროკი საკაი, შულცი, გულსელამი, კიოტაკე (პრიბი 90+1), შმიდებახი (სანე 75), შტინდლი, ბრიანი (ბიტენკური 90+1), ხოსელუ

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გოლები: 0:1 შტინდლი (12), 1:1 იუნუზოვიჩი (36), 2:1 ლორენცენი (55), 2:2 ხოსელუ (62), 2:3 კიოტაკე (64), 3:3 ზელკე (88)

გაფრთხილება: კროოსი (20), საკაი (38), შმიდებახი (65), კალდიროლა (68), გულსელამი (83), ბარტელსი (90+2)

მსაჯი: ველცი

ბურთის ფლობა: 47-53; კარში დარტყმა: 20(10)-12(10); კუთხური: 10-10; თამაშგარე: 0-2; სეივი: 7-7; ჯარიმა: 22-26

მაინცი-შტუტგარტი 1:1 (1:0)

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, დიასი, პარკი, ნოვესკი, გეისი, მალი (სოტო 82), ალაგუი (ჯურიჩიჩი 70), სამპერიო (დე ბლაზისი 82), ოკაზაკი

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი (კოსტიჩი 69), ნიდერმაიერი, გოტოკუ საკაი, შვააბი, გენტნერი, ჰლუშეკი, რომეუ (მაქსიმი 56), გინჩეკი, ტიმო ვერნერი (რაუში 90)

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლები: 1:0 გეისი (36), 1:1 კოსტიჩი (72)

გაფრთხილება: ჰლუშეკი (45), სამპერიო (55), გინჩეკი (58), ჯურიჩიჩი (88)

მსაჯი: დანკერტი

ბურთის ფლობა: 55-45; კარში დარტყმა: 22(9)-8(4); კუთხური: 4-5; თამაშგარე: 3-0; სეივი: 3-8; ჯარიმა: 21-16

0.154436