თამაშგარე

22:29 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გაზაზე” ფილმს იღებენ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდის პოლ გასკოინის ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, რომელსაც სახელად "გაზა - ბრიტანელი საშიში ხარი" ერქმევა.

გაზას როლს ცნობილი ინგლისელი მსახიობი შონ ბენი შეასრულებს. ფილმში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები დანი დიერი და ჯეკ ოკონელი. ფილმში მოთხრობილი იქნება ინგლისელის ცხოვრება, საფეხბურთო კარიერა და თუ როგორ ებრძოდა ალკოჰოლს.

გასკოინის ცხოვრებას წარსულში ოსკარზე ნომინირებული ერთ-ერთი საპროდიუსერო ჯგუფი გადაიღებს.

ინგლისელ შემტევ ნახევარმცველს წლების განმავლობაში "ნიუკასლის", "ტოტენჰემის", "ლაციოს", რეინჯერსის", "მიდლსბროს", "ევერტონის", "ბარნლის", "განსუ ტიანმას" და "ბოსტონ იუნაიტედის" ღირსება დაუცავს და 391 ჩატარებულ მატჩში 91 გოლიც აქვს გატანილი.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში “გაზამ” 57 მატჩი ჩაატარა და თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა.

0.1269