ფეხბურთი

21:59 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

როი კინმა "ასტონ ვილა" ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო დატოვა

ბრიტანული Dailymail-ის ინფორმაციით, ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი როი კინი "ასტონ ვილას" ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო დაემშვიდობა.

აქამდე უცნობი გახლდათ თუ რა მიზეზით დატოვა ირლანდიელმა პოლ ლამბერტის ასისტენტის თანანმდებობა, თუმცა როგორც ირკვევა კინი ფეხბურთელებს უხეშად ეპყრობოდა. ინგლისიდან კინის წასვლის გადამწყვეტი ეპიზოდი გაბრიელ აგბონლაჰორთან კონფლიქტი გახლდათ, რის შემდეგაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა "ასტონ ვილა" დატოვა.

კინის სკანდალურობა ყველასთვისაა ცნობილი. ნოემბრის თვეში სანაკრებო პაუზის დროს დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროსთან, სადაც ირლანდიის ეროვნული ნაკრები გახლდათ დაბინავებული კინს ერთ-ერთ გულშემატკივართან შელაპარაკება მოუვიდა და ის ხელის დარტყმით მიწაზე დააგდო.

0.112062