ფეხბურთი

18:41 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერნანესი სამშობლოში გაახსენდათ

მილანის “ინტერის” 29 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელის ერნანესის მიმართ ინტერესს ბრაზილიური “სან პაულუ” იჩენს. “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში აბარგებული კაკას შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად “ნერაძურის” ნახევარმცველის სამშობლოში დაბრუნებას განიხილავს.

“ინტერმა” ერნანესი 2014 წლის იანვარში რომის “ლაციოდან” 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, თუმცა ფეხბურთელმა მასზე გაცემული იმედი ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გაამართლა. “ინტერნაციონალეს” შემადგენლობაში მას 25 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.117448