იტალიის სერია A-ს აუტსაიდერ “პარმას” 32 წლის ლიდერმა ანტონიო კასანომ შესაძლოა იანვარში გუნდი დატოვოს. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” წერს. კასანოს სახელს იტალიელი ჟურნალისტები “ტორინოს”, “სამპდორიას” და “ფიორენტინას” უკავშირებენ.
თავის მხრივ, გენუელთა მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხალიოვიჩმა განაცხადა, რომ თუ მათი პრეზიდენტი კასანოს იყიდის, იგი გუნდს დატოვებს.
“ფანტანტონიოს” შემცვლელის ძებნა უკვე ემილიურმა კლუბმაც დაიწყო. ამავე გამოცემის ვარაუდით, “პარმეზანელები” ალბერტო ჯილარდინოს, გონსალო ბერგეზიოს, სებასტიან ჯოვინკოსა და ალესანდრო დიამანტის შორის გააკეთებენ არჩევანს.
კასანო “პარმაში” 2013 წელს გადავიდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.