ფეხბურთი

17:05 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იმობილე: “ჩვენ არავის გვეშინია”

გერმანული “დორტმუნდის” 24 წლის იტალიელმა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ “ტუტოსპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თავის ყოფილ კლუბ ტურინის “იუვენტუსთან” თამაში არ სურს.

“იმედი მაქვს “იუვესთან” თამაში ახლა არ მოგვიწევს. მინდა, რომ უფრო შორეულ ეტაპზე შევხდეთ, მაგალითად ნახევარფინალში და შემდეგ ჩვენ გავიმარჯვოთ. ჩვენ არავის გვეშინია, მაგრამ მე “იუვეში” გავიზარდე და ამიტომაც მსურს მათთან უფრო შორეულ ეტაპზე თამაში, თანაც ეს იტალიური ფეხბურთისთვისაც კარგი იქნება”, – განაცხადა იმობილემ.

ჩირო იმობილეს, რომელიც “ბორუსიაში” წლეულს ჩაირიცხა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.118794