ჭიდაობა

16:34 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალავნობას 12 რჩეული შემორჩა

თბილისის ცირკში ქართულ ჭიდაობაში ფალავნობა 2014 მიმდინარეობს. დილის 9 საათიდან შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში დაიწყო და უკვე ბრინჯაოს პრიზიორებიც გამოვლინდნენ.

პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლა გიორგი პაპუნაშვილმა (80 კგ. შიდა ქართლი), ანდრეი კაზუსიონოკმა (90 კგ. ბელარუსი), ლაშა გურულმა (100 კგ. იმერეთი) და გიორგი ბოლოთაშვილმა (+100 კგ. შიდა ქართლი) გაინაღდეს.

ფინალური წყვილები კი ასე დაკომპლექტდა:

80 კგ

ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი) – ზვიად კაპანაძე (შიდა ქართლი)

90 კგ

დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი) – ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

100 კგ

ალეკო ზაალიშვილი (შიდა ქართლი) – დავით ლორიაშვილი (კახეთი)

+100 კგ

ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი) - ვახტანგ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)

ფინალები 17 საათიდან დაიწყება. ოთხივე წონითი კატეგორიის ყველა ჩემპიონ-პრიზიორის გამოვლენის შემდეგ კი 12 მედალოსანი აბსოლუტური ფალავნობისთვის და შესანიშნავი პრიზისთვის – ავტომანქანა "პორშე კაიანისთვის” ბრძოლაში ჩაებმება.

0.127176