ჩოგბურთი

15:23 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ 15-ათასიანი ტურნირი მოიგო

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ინდოეთის ქალაქ ლაკნოუში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარი გახლდათ.

შაფათავამ შეჯიბრზე 5 მატჩი ისე მოიგო, სეტიც კი არ დაუთმია. სოფომ საწყის წრეებში ინდოელებს – ნიდჰი ჩილუმულა – 6:3, 6:3, პრატრანა ტომბარე – 6:4, 6:1 და ბჰუვანა კალვა – 6:3, 7:6 (7:3) დაამარცხა, ნახევარფინალში მე-4 განთესვის მქონე ბრიტანელ ემილი ვებლი-სმიტს 6:1, 6:1 სძლია, ფინალში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ანასტასია კომარდინას აჯობა – 6:3, 6:2.

აღსანიშნავია, რომ შაფათავამ ITF-ს (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით გამართული ტურნირების ფინალში მეცხრედ ითამაშა და პირველი ტიტული დაისაკუთრა, გამარჯვების შემდეგ კი განაცხადა, რომ 2015 წელს რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგებას და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშების საგზურის მოპოვებას ეცდება.

ცნობისთვის, სოფო ინდოეთში რჩება და ორშაბათიდან უკვე ნავი მუმბაის 25-ათასიან ტურნირში ჩაებმება, სადაც სავარაუდოდ, მე-2 ნომრად იქნება განთესილი. შეჯიბრში მონაწილებას მიიღებს კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვაც.

ამ უკანასკნელმა ძალები ლაკნოუშიც გამოსცადა, თუმცა, მე-7 ნომრად განთესილი რუსი ნათელა ძალამიძის ძლევის (6:4, 6:1) კვალად, შვედ ელენ ალგურინთან 1:6, 4:6 დამარცხდა.

ისიც ვთქვათ, რომ წყვილთა შეჯიბრში პირველი განთესვის მქონე შაფათავამ და რუსმა მარგარიტა ლაზარევამ ინდოელები – რანა და ტელტუმბდე დაჯაბნეს – 6:2, 7:6 (9:7), მეოთხედფინალში კი ბრიტანულ დუეტთან (ბოულტერი-დანი) 7:5, 2:6, 8:10 წააგეს.

0.111871