უეფამ ბელგიის “ანდერლეხტი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “გალათასარაისთან” მატჩში (2:0) უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვისთვის და გულშემატკივრების ქცევისთვის დააჯარიმა.
უეფას ეგიდით ჩატარებულ უახლოეს საშინაო შეხვედრაში “ანდერლეხტი” ნაწილობრივ დახურული ტრიბუნების წინაშე ითამაშებს. გარდა ამისა, ბელგიური კლუბი 17000 დოლარით დააჯარიმეს.
“ანდერლეხტმა” ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და გაზაფხულზე ევროპის ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებს.