ფეხბურთი

12:32 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰუნტელაარის “კიოლნთან” თამაში საეჭვოა

“შალკეს” ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა შესაძლოა, გელზენკირხენელთა უახლოეს მატჩი გამოტოვეს, რომელსაც მისი გუნდი დღეს, “კიოლნის” წინააღმდეგ გამართავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ 31 წლის ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, “მარიბორთან” 1:0 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა.

“ამ მომენტისთვის ჰუნტელაარის მოედანზე გასვლის შანსები 50-50-ზეა. ჩვენ მას ვაკვირდებით და გავიყვანთ თუ არა მოედანზე უშუალოდ მატჩის დაწყების წინ გაირკვევა” - თქვა დი მატეომ.

კლას-იან ჰუნტელაარმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.127243