უეფამ ხორვატიის საფეხბურთო კავშირი ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში იტალია-ხორვატიის მატჩში (1:1) ტრიბუნებზე სტუმარი ფანების მიერ გამოწვეული უწესრიგობის გამო დააჯარიმა.
მილანში გამართული შეხვედრა ორჯერ შეწყდა ხორვატი ფანების გამო, რომლებმაც პიროტექნიკა გამოიყენეს და იტალიურ პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ.
რასიზმის გამოვლენისთვის, ტრიბუნებზე უწესრიგობისთვის და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, უეფას გადაწყვეტილებით ხორვატიის ნაკრები უახლოეს საშინაო მატჩს ნაწილობრივ დახურულ ტრიბუნებზე ჩაატარებს (არა უმეტეს 8000 ადგილისა), ამასთანავე, ხორვატიის საფეხბურთო კავშირი 80000 ევროთი დააჯარიმეს.
ადრე, უეფამ ხორვატიის საფეხბურთო კავშირი ბულგარეთთან სტუმრად ჩატარებული შეხვედრის (1:0) დროს ქომაგების მიერ გამოწვეული უწესრიგობისთვის დააჯარიმა.