ლივერპულის “ევერტონის” გამოცდილი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო, შესაძლოა მომავალ წელსაც ამ გუნდში დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის კამერუნელი “ევერტონში” მიმდინარე სეზონის წინ “ჩელსიდან” გადავიდა და ლივერპულელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშინ შეთანხმებაში ერთი პირობა ჩაიწერა - თუ სამუელი მიმდინარე სეზონის 15 მატჩში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ კლუბს შეუძლია მასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს.
ეტო’ომ ყველა ტურნირში ერთად უკვე ჩაატარა 15 მატჩი და 4 გოლიც გაიტანა. Goal-ის ცნობით, “ევერტონი” მზადაა ზემოთნახსენები შეთანხმება გაააქტიუროს და უკვე დაიწყო მოლაპარაკება ფეხბურთელის აგენტთან.