მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე “სოსიედადთან” წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
არგენტინელი სპეციალისტი მარცხით დამწუხრებული ჩანდა, თუმცა აღნიშნა, რომ წასაგებად ყველაზე კარგი მომენტი ახლა იყო, რადგან მათმა უშუალო კონკურენტებმა, “სევილიამ” და “ვალენსიამ” ქულები დაკარგეს.
“ცხადია, რომ წაგება ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა დღეს ამისთვის ყველაზე კარგი მომენტი იყო. გაგვიმართა, რომ ორივე ჩვენმა კონკურენტმა “სევილიამ” და “ვალენსიამ” ქულები დაკარგა.
თანაბარი და სწრაფი შეხვედრა იყო, სანამ სიკეირას გააძევებდნენ. აქედან მოყოლებული კი, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და თავიანთი შანსი გამოიყენეს. წინ ბევრი შეხვედრაა და არაფერი დაგვიკარგავს”, - განაცხადა “ჩოლომ”.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში “ატლეტიკო” 23 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.