ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პირველ ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ნახევარფინალში მე-8 რეიტინგის მქონე რუსი ვიქტორ ბალუდა 6:2, 6:3 დაამარცხა, გადამწვყვეტ მატჩში კი ინდოელ რამკუმარ რამანატანს (მე-2 განთესვა) გაეჯიბრება.