კალათბურთი

2:59 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 15 ქულა ბეირუთში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-2 მატჩი ჩაატარა და კვლავ მარცხი განიცადა. ამჯერად, ბეირუთში, “ალ რიადისთან” – 76:86.

ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც გასულ ტურში 41 ქულა ჩააგდო, ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 36 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

ცქიტიშვილმა 15-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

2 ტურის თავზე, “ჩემპვილი” 8-გუნდიან ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 15 დეკემბერს, შინ, ბეირუთელი სომხების გუნდ “ჰომენეტმენთან” ჩაატარებს.

0.119972