ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფით დასრულდა ფილიპინებში გამართული ქვეყნის ღია პირველობა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებმა: ლევან ფანცულაიამ და მერაბ გაგუნაშვილმა, 10-დან 7 ქულით I-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
1. ლევან ფანცულაია (საქართველო, 2583);
2. ივან პოპოვი (რუსეთი, 2622);
3. მერაბ გაგუნაშვილი (საქართველო, 2579);
4. ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი, 2580).
საპრიზო სამეულისთვის განკუთვნილ ფულად პრიზებთან ერთად ქართველმა მოჭადრაკეებმა პირად რეიტინგებსაც შემატეს ქულები. ფანცულაიამ 13.6 ქულა მოიმატა, ხოლო გაგუნაშვილმა – 6.6 რეიტინგ-ქულა.