ფეხბურთი

21:24 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი და ბენიტესი შესაძლოა ისევ ერთად ვიხილოთ

“მილანის” ესპანელი თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის მიმართ ინტერესს “ნაპოლი” იჩენს. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” ავრცელებს. ტორესი, რომელიც “როსონერიში” იჯარით ასპარეზობს, ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაა.

“ნაპოლის” ესპანელ დამრიგებელ რაფა ბენიტესსა და ტორესს კარგი ურთიერთობა აქვთ. ესპანელები ერთად ჯერ “ლივერპულში”, შემდეგ კი “ჩელსიში” მუშაობდნენ. ნეაპოლის გუნდს “ელ ნინიოს” დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

თავის მხრივ, ტორესის “ჩელსიში” დაბრუნება ჟოზე მოურინიომაც გამორიცხა.

“ტორესი ჩვენი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ადგილი “ჩელსიში” არაა”, - განუცხადა “განსაკუთრებულმა” პორტუგალიურ “ა ბოლა”-ს.

ესპანელმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგის იმედი ჯერჯერობით ვერ გაამართლა. მას იტალიურ კლუბში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი.

0.131613